ბოლო სიახლეები



სმარტ მოსწავლეები განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან!

სმარტ მოსწავლეები განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან!

სმარტის მოსწავლეთა განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა რობინსონის ასოციაციის მხარდაჭერით შედგა. მასში გაზიარებულია საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებული სტანდარტებისა და ინოვაციების ნაკრები, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო ასაკის მოზარდთა ცოდნის დონის გაღრმავებას.

მოსწავლეთა განვითარების პროგრამა ნახევარწლიანი კურსია, რომელიც მოიცავს მოსამზადებელ პერიოდს და შემდეგ ინტელექტის გამოვლენის პრაქტიკულ ნაწილს, ანუ სმარტ ოლიმპიადებს.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: კონკრეტულად რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს პროგრამამ მოსწავლეს? და საერთოდაც რატომ ასოცირდება აღნიშნული კურსი მომავალ წარმატებასთან?

პასუხი მარტივია, მათემატიკა, ქართული და ინგლისური ისეთი სასწავლო დისციპლინებია, რომელთა ცოდნაც თანამედროვე ახალგაზრდას წინსვლის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს. სმარტის განვითარების პროგრამა გთავაზობთ ინტენსიური მომზადების გაწერილ გეგმას
სამივე საგანში, რომლითაც გაიღრმავებთ ცოდნას და თქვენი პროგრესირების დონეს ნათლად დაინახავთ.

მომავალი ნახევარი წლის განმავლობაში, ამ დისციპლინებში ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ აქტივობებად, გაიმართება ყველა ღონისძიება,რომელთა ფარგლებშიც გექნებათ შესაძლებლობა:

  • მიიღოთ მონაწილეობა სმარტ ოლიმპიადების ყველა ეტაპზე, წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა, შესაძლებლობები, შეიძინოთ გამოცდილება, რომელიც მომავალში გამოგადგებათ;
     
  • სახლიდან გაუსვლელად, სმარტ მოსწავლეებისთვის შექმნილ პირად გვერდზე, www.program.smartgeo.ge  - გაიაროთ ოლიმპიადებისთვის მოსამზადებელი ელექტრონული კურსი სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი ტესტებით, ონლაინ-სავარჯიშოებით, ბლიც-კითხვარებით. იმეცადინოთ მოწოდებული ტესტ-ბანკისა და სასწავლო ლიტერატურის მიხედვით.

გახდით სმარტის მეგობარი და გადადით განვითარების ახალ ეტაპზე,  www.program.smartgeo.ge   გაააქტიურეთ მიღებულ საშვზე მითითებული მონაცემები და გაიღრმავეთ ცოდნა სმარტის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

თუ არ გადმოგეცათ საშვი და გსურთ სმარტის განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მოგვმართეთ ცხელ-ხაზზე: 0322 30 62 93

ნახევარწლიანი განვითარების კურსის სრული ღირებულებაა - 35 ლარი.

ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის. შემოუერთდი სმარტ მოსწავლეთა სოციუმს!


February 14, 2017
სმარტის განვითარების პროგრამა - ცოდნისკენ მიმავალი ახალი გზა!

სმარტის განვითარების პროგრამა - ცოდნისკენ მიმავალი ახალი გზა!

2017 წლის გაზაფხულის სეზონი სიახლეებითა და გამოწვევებით არის აღსავსე, რადგან სპეციალურად თქვენთვის, თვითგანვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის, სმარტ კონკურსმა შექმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც  ცოდნისკენ მიმავალ გზაზე თქვენი მეგზური იქნება.

მოგივიდათ საშვი? მაშინ გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შესაბამისად, სმარტის მოსწავლეთა განვითარების პროგრამაში ხართ ჩართული.
სწორედ ამის საფუძველზე, გადმოგეცათ ინდივიდუალურად თქვენთვის დამზადებული,ოფიციალური დოკუმენტი. მასზე განთავსებულია პირადი მონაცემები, რომლითაც სმარტ ოლიმპიადებზე მონაწილეობას, საკუთარი ელექტრონული გვერდის აქტივაციას და პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობებით სარგებლობას შეძლებთ.

რობინსონის ასოციაციასთან ერთად შემუშავებული, გაზაფხულის კურსის თანახმად, ხელი უნდა შეეწყოს II-დან - XII კლასის ჩათვლით მოსწავლეთა განვითარებას ძირითად სასკოლო საგნებში: მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურში.

მომავალი ნახევარი წლის განმავლობაში, ამ სამ საგანში ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ აქტივობებად, გაიმართება ყველა ღონისძიება,რომელიც სასწავლო პროცესის სტიმულირებას და მონაწილეთა ინტელექტის დონის ამაღლებას მიეძღვნება.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა :

  • მიიღოთ მონაწილეობა სმარტ ოლიმპიადების ყველა ეტაპზე, წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა, შესაძლებლობები, შეიძინოთ გამოცდილება, რომელიც მომავალში გამოგადგებათ;
     
  • სმარტ მოსწავლეებისთვის შექმნილ პირად გვერდზე www.program.smartgeo.ge  - გაიაროთ
    ოლიმპიადებისთვის მოსამზადებელი ელექტრონული კურსი
    სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ტესტებით, ონლაინ-სავარჯიშოებით, ბლიც-კითხვარებით. იმეცადინოთ მოწოდებული ტესტ-ბანკისა და სასწავლო ლიტერატურის მიხედვით.


სმარტის მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლის მოსამზადებელი ინტენსიური კურსია, რომელიც იზიარებს საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ სტანდარტებსა და ინოვაციებს საგანმანათლებლო სფეროში. მისი მთავარი ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ სახლიდან გაუსვლელად იღრმავებთ ცოდნას და საკუთარ შესაძლებლობებს სმარტ ოლიმპიადებზე, პრაქტიკულად აფასებთ.

ნახევარწლიანი განვითარების კურსის სრული ღირებულებაა - 35 ლარი.

თუ არ გადმოგეცათ საშვი და გსურთ სმარტის განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მოგვმართეთ ცხელ-ხაზზე: 0322 30 62 93

ახალი სეზონი, ახალი გამარჯვებების საწინდარია.

ყოველთვის გახსოვდეთ, სმარტი გეხმარებათ შექმნათ თქვენი წარმატებული მომავალი!


February 9, 2017
სმარტ ოლიმპიადების წარმატებულ მონაწილეებს აკადემიური ჯილდოები მოგვენიჭება!

სმარტ ოლიმპიადების წარმატებულ მონაწილეებს აკადემიური ჯილდოები მოგვენიჭება!

მოგესალმებით სმარტ მოსწავლეებო, დიდი ხანია აღარ გვისაუბრია ერთმანეთთან. სიმართლე გითხრათ, მომენატრა თქვენთვის ემოციების, შთაბეჭდილებების გაზიარება, ანუ მოკლედ რომ შევაჯამო, აქტიური ვერბალური კომუნიკაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც  ყველა სმარტ მოსწავლემ, ახალი სასწავლო სემესტრი დიდი შემართებითა და ენერგიით დავიწყე, დავისახე ამ სემესტრში მისაღწევი მიზნების ნუსხა, მართალია ჯერ კიდევ  მათი შესრულების გზების ძიებაში ვარ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ(მეც მსმენია და ამიტომ გეუბნებით) ყველაზე მთავარი სწორად დასახული მიზანიაო.

გაზაფხულის სემესტრი შესანიშნავი ამბით, ჩემი და სმარტ  მოსწავლეების  წარმატებების აღიარებით იწყება. ჩვენ ყველას, გასული სეზონის სმარტ ოლიმპიადებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, აკადემიური ჯილდოები - სერთიფიკატები და დიპლომები გადმოგვეცემა.

ძალიან გამიხარდა,სწავლისათვის და ჩემი მიზნების მისაღწევად დამატებითი მოტივაცია მომეცა.
ვებ-გვერდზე:
www.smartgeo.ge წავიკითხე ინფორმაცია მოსწავლეთა დიპლომებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოების შესახებ. გავეცანი შემდეგი სახის სიახლეს:

„2016 წლის შემოდგომის სეზონის სმარტ ინგლისური, ქართული  და მათემატიკის ოლიმპიადების  მონაწილეებისთვის, დიპლომებისა და სერტიფიკატების გადაცემა საქართველოს მასშტაბით, 8 თებერვლიდან დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება. სმარტ მოსწავლეები კუთვნილ აკადემიურ ჯილდოებს სკოლებში  მიიღებენ.

9 მარტს გაიმართება სამივე საგნის ოლიმპიადის საერთო  და ნომინაციების გამარჯვებულების დაჯილდოება.
გამარჯვებულებს კომპანიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.“

მაშ ასე, ჩემო მეგობარო სმარტ მოსწავლეებო, გილოცავთ წარმატებას, ვისურვებ მეტი წინსვლისა და გამარჯვებისთვის მიგვეღწიოს მომავალ გაზაფხულის სეზონზე.
 


February 3, 2017


სმარტ კონკურსი რიცხვებში

ჩვენ გეხმარებით შექმნათ თქვენი წარმატებული მომავალი.



პროექტის შესახებ



რა არის სმარტ კონკურსი?


"სმარტ კონკურსი" ეს არის სასკოლო საგნობრივი საგანმანათლებლო პროექტი II-დან XII კლასების მოსწავლეთა ჩათვლით, მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებში.
სმარტ კონკურსის საგნობრივი პროგრამები საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს და ერთიანად, ყოველ სეზონზე 80 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს.

ორგანიზაციის მიზნები


  • სასწავლო პროცესის სტიმულირება და სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;
  • ტესტური დავალების შესრულებისა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება;
  • მოსწავლეებში დამოუკიდებელი და ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესება.

ძირითადი უპირატესობები


  • მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა;
  • სმარტ ოლიმპიადების გამორჩეული პროექტი;
  • მოსწავლეთა ცოდნის ყოველმხრივი შეფასების სისტემა და პრაქტიკული მეთოდები მათი ინტელექტუალური განვითარების გასაუმჯობესებლად.

გაიგეთ მეტი

ჩვენი გუნდი



სმარტ კომპეტიშენი ჩატარების ადგილები






გამოიწერე სიახლეები პირველმა გამოქვეყნებისთანავე



გმადლობთ თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები!

შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა